ირაკლი ლომაია საქართველოში დაბრუნდა

ნომრის სტუმარია საქართველოს პარაფსიქოლოგიის მამად აღიარებული ირაკლი ლომაია, რომლის პიროვნებაზე და მიღწევებზე ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას... თუმცა ამჯერად, შემოგთავაზებთ ცნობილი პარაფსიქოლოგის მინი დოსიეს, შემდეგ კი იგი თავად გიამბობთ მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე.
ირაკლი დავითის ძე ლომაია დაიბადა 1983 წლის 21 მარტს, ქალაქ თბილისში. მოგვიანებით მისი ოჯახი 1986 წელს საცხოვრებლად ქალაქ სენაკში გადავიდა. ყავს მეუღლე _ ელისო ტორჩინავა, დაბადებული 1984 წლის 11 იანვარს და ორი მცირეწლოვანი შვილი: გიორგი ირაკლის ძე ლომაია, დაბადებული 2004 წლის 8 მარტს და მარიამ ირაკლის ასული ლომაია, დაბადებული 2006 წლის 14 აგვისტოს. ასევე დედა-მამა, ძმა-რძალი და ძმისშვილი. ზოდიაქოთი არის ვერძი, მფარველი პლანეტაა მარსი, ხე - მუხა. დაამთავრა ქალაქ სენაკის VI საშუალო სკოლა. 1999-2000 წლებში მუშაობდა ქალაქ სენაკში საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარედ. 2000 წელს ჩაირიცხა ქალაქ თბილისის საერო ინსტიტუტ "მეტეხი"-ში სამედიცინო ფაკულტეტზე და 2005 წელს დაამთავრა წარჩინებით. პარალელურად გერმანიაში ექსტერნად (2000-2002წწ) ჩაირიცხა "შტაო"-ს პარაფსიქოლოგიურ ცენტრში, სადაც მიიღო კვალიფიცირებული პარაფსიქოლოგის წოდება. მიწვეულ იქნა ამავე უნივერსიტეტის ფილიალებში. ამჟამად არის მსოფლიოს ოთხგზის ლიცენზიანტი პარაფსიქოლოგი, რომელიც სპეციალური მიწვევით, წელიწადში სამჯერ გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, საბერძნეთის კვლევით პარაფსიქოლოგიურ ცენტრებში მუშაობს. საზღვარგარეთ დამთავრებული აქვს ტიბეტური მედიცინის და მასაჟისტის სპეციალური კურსები. 
  2004 წელს ქალაქ თბილისში დააფუძნა და გახსნა, ყველა ზემოთხსენებული ქვეყნების ფილიალი ბიო-ენერგეტიკული კვლევის ცენტრი შპს "მკურნალ, ექსტრასენს - პარაფსიქოლოგი" ირაკლი ლომაიას სახელწოდებით. აგრეთვე 2004 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი სახელწოდებით "ლომაია", რომლის დახმარებით არა ერთ გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი. 2004-2005 წლებში ქალაქ თბილისში წარჩინებით დაამთავრა ხომერიკის ბიო-ენერგეტიკის კურსები. 2005 წელს ქალაქ თბილისში დააარსა კვლევითი დიაგნოზტიკური ცენტრი "მეტეხი". 2006 წელს დააფუძნა ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "რეალური სამყარო". 2007 წლის 1 მარტს საფუძველი დაუდო საქველმოქმედო ყოველკვირეულ, აკრედიტირებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ "კამარა"-ს. 
ირაკლი ლომაიას პარაფსიქოლოგიურ ცენტრში ბიოენერგეტიკული მკურნალობა მიმდინარეობს ნებისმიერი სირთულის ავადმყოფთათვის, შვიდი წლის ზემოთ ვისი ორგანიზმიც დაექვემდებარება სპეციალურ ბიოენერგეტიკულ მკურნალობას. ბიოენერგეტიკულ მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე, მის მეთოდში მკურნალობის ბარიერი არ არსებობს, ამდენად არსებობს მხოლოდ დაქვემდებარების ბარიერი.
შპს "მკურნალ-ექსტრასენს პარაფსიქოლოგში" არსებობს ინდივიდუალური ბიოენერგეტიკული მკურნალობის რამოდენიმე სახე: ექსტრასენსორული ბიოენერგეტიკა, მცენარეული ბიოენერგეტიკა, კოსმოსური ბიოენერგეტიკა, ქიმიური ბიოენერგეტიკა, ბიოენერგეტიკული გამოლოცვა, ასტრალური ბიოენერგეტიკა, დასხივებადი ფოტოებით და სხვა უამრავი ბიოენერგეტიკული საშუალებები.

აგრეთვე ტარდება: სიცოცხლის გასახანგრძლივებელი, სპეციალური ბიოენერგეტიკული სეანსები ავადმყოფი ადამიანებისათვის, წინა შესამზადებელი, ოპერაციების, ნაოპერაციებთათვის, სისუსტის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ნევროზის, იმუნიტეტის აღმდგენი, ჭარბი წონის და სხვა უამრავი სპეციალური გამწმენდი ბიოენერგეტიკული ასტრალური სეანსები. მზადდება ბიოენერგეტიკულად სპეციალური დამუხტული მალამოები: დამწვრობის, ეგზემის, სიწითლის, შრამების, ჭორფლის და სხვა კანის დამახინჯებული ადგილების გადასაწმენდად, ფსიქიკა შელახული და შიზოფრენიის სპეციალური ბიოენერგეტიკული მუხტის წამლები. უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ირაკლი ლომაია სამეცნიერო - კვლევით საქმიანობასაც ეწევა. იგი გახლავთ არატრადიციული მედიცინის, არაჩვეულებრივ ნაშრომთა I-ტომის "სიცოცხლის წყურვილით" - წიგნის ავტორი, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიმსახურა გერმანელი კოლეგების მაღალი შეფასება. გარდა ამისა, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, კერძო მიწვევებზე ვიზიტი. არის ნიჭიერი, მტკიცე და განათლებული ახალგაზრდა. მას აქვს ბუნებით მომადლებული ნიჭი _ დაეხმაროს გარშემო მყოფ ადამიანებს. ირაკლი მართლმადიდებელი ქრისტიანია და აქტიურად მონაწილეობს საეკლესიო ცხოვრებაშიც.
ირაკლი ლომაია რამოდენიმე კვირის წინ მოსკოვიდან დაბრუნდა და პაციენტების მიღება განაახლა. მან "ღია ბოქლომს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:
_ბატონო ირაკლი, წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ საქართველოში დაბრუნებას უახლოეს ხანებში არ აპირებდით. რამ განაპირობა გადაწყვეტილების შეცვლა?
_დიახ, მართალი ხართ, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი. თუმცა ამით არ ვამბობ რომ კიდევ არ წავალ საზღვარგარეთ. მე ყოველთვის ვსტუმრობდი უცხოურ ქვეყნებს და შემდეგშიც ასე იქნება... სპეციალისტი ყოველთვის სიახლის ძიებაშია...
_როდის დაუბრუნდებით სამსახურს და როდის განაახლებთ პაციენტების მიღებას?
_ფაქტიურად ჩამოსვლის დღიდანვე დავიწყე აქტიურად ფიქრი, რომ მალევე აღმედგინა პაციენტების მიღება. ორგანიზაციაში მცირე ცვლილებები შევიტანე და ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. დაწყებული გვაქვს მიღება. ვისაც სურვილი აქვს გაიაროს მკურნალობის კურსი, დარეკავს ნომერზე: 205051, 899501578 და ჩაეწერება მიღებაზე. 
_რა ცვლილებები შეიტანეთ? 
_შევცვალე მუშაობის სტილი. აგრეთვე, ძველი თანამშრომლების ახლით ჩანაცვლება განვახორციელე... დროის სხვა გრაფიკით ვმუშაობ. 
_რა სიახლეებია თქვენს კარიერაში? როგორც ცნობილია, მოსკოვში ორ ახალ პროფესიას ეუფლებოდით. უარი თქვით მსახიობობაზე და ფოტომოდელობაზე?
_სიახლეები ნამდვილად ბევრია, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მზია კვირიკაშვილს. მისი დამსახურებაა ხელოვნებაში ჩემი პარალელურ რეჟიმში გადასვლა. არა, ნამდვილად არ ვაპირებ ამ დიდ სიამოვნებაზე უარის თქმას... ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდა და ვფიქრობ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული... მოსკოვში 5-ფილმში როლზე დამამტკიცეს და სამწუხაროდ კრიზის გამო ხუთივე ფილმის გადაღება შეწყდა. გვითხრეს რომ უნდა დაველოდოთ და აუცილებლად გაგრძელდება. მეც ველოდები. არა მგონია დიდბიუჯეტიანი ფილმები სანახევროდ გადაიღონ და მერე საერთოდ მოხსნან. მითუმეტეს ყველა მსახიობები ხელშეკრულებით ვართ აყვანილი. 
_ვიცი, რომ ამერიკიდან გქონდათ შემოთავაზებები, პარაფსიქოლოგიური ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით. უარი უთხარით?
_მართალი გითხრათ, ხშირად მაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვევები _ მთხოვენ მათთან დარჩენას, მაგრამ ძნელია, როდესაც შენს ქვეყანაში ყველა გიცნობს და რეიტინგული ხარ _ წახვიდე ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. 
რათქმაუნდა უარი ვთქვი. თან აქ სხვა სიახლეები და საინტერესო შემოთავაზებები მაქვს. უკვე მოვამზადეთ სატელევიზიო პროექტი, რომელიც აუცილებლად გავა ერთ-ერთი რეიტინგული არხის ეთერში. ჩემთან ერთად საკმაოდ ცნობილი ტელე-სახეები ამ საინტერესო თოქ-შოუს გაუძღვებიან. გარდა ამისა, მხატვრულ ფილმს იღებს ქართველი რეჟისორი _ როლზე უკვე დამამტკიცეს... აგრეთვე, სხვა რეჟისორებთან მაქვს მოლაპარაკებები. ვიმეორებ, მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ვიყო. თუ სადმე წავალ მხოლოდ დროებით... 
ამერიკის პარალელურად ვთანამშრომლობ ევროპის ქვეყნების პარაფსიქოლოგიურ ცენტრებთან და წელიწადში რამოდენჯერმე ჩავდივარ სამუშაოდ, მაგრამ არა დიდი ხნით, მაქსიმუმ 40-45 დღით. 
_თქვენ "ღია ბოქლომს" ექსკლუზიური ინფორმაციების გამხელას შეჰპირდით, რატომ წახვედით საქართველოდან? 
_ამის საბაბი ნამდვილად მქონდა. იმ პერიოდში აუცილებელი იყო ჩემი ქვეყნიდან გასვლა, რადგან სრულიად დაუცველად ვგრძნობდი თავს. როგორ ფიქრობთ სპეციალისტი, რომელიც ხალხს ეხმარება და ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობაზე, როგორ შეიძლება სამჯერ გაიტაცონ, ორჯერ მოწამლონ, დაემუქრონ და შვილები გასტაცონ?! არ შეიძლება მუდმივად საკუთარ ქვეყანაში დაცვით ვიარო! 
ჩემი დაარსებული და დაფინანსებული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან ხომ ვერ მეტყვით ვის აქვს იურიდიული უფლება ამიკრძალოს გაჭირვებული ხალხის დაფინანსება?! გეგონება თვითონ მაფინანსებდნენ. რომელი ერთი გითხრათ. მაშინ როდესაც გრანდიოზული ტირაჟით გამომავალი ჟურნალი ,,რეალური სამყარო" და გაზეთი ,,კამარა" დავაარსე დამირეკეს და მითხრეს თუ მილლიონს არ გადაიხდი მუშაობას ვეღარ გააგრძელებო. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა?! ჩემს ადგილზე ერთი წუთით არ გაჩერდებოდა აქ არცერთი ადამიანი.
 სამშობლოში დაბრუნებით კიდევ ერთხელ მინდა დაუმტკიცო იმ ადამიანებს, რომლებიც მე მზღუდავდნენ, რომ არსად გავქცეულვარ. მე საქართველოში ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. ღიად ვაცხადებ რომ დუმილს არ ვაპირებ... ეყოთ რაც ჩემთან ,,ჭამეს" ეხლა ეგ არ გაუვათ.  
_საინტერესოა, დღესდღეობით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე რას ფიქრობთ?
ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, რომ მე ოპოზიციას ვუჭერ მხარს. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ოპოზიციაც ცალკე სალაპარაკო თემაა... არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკაში ჩარეული და ყოველთვის ვცდილობდი ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყოველთვის თვითონ ცდილობდნენ ჩემს სამყაროში უკანონოდ შემოჭრას. აქ ხომ არავის ახარებენ... ბოლოს და ბოლოს იძულებული გავხდით გადავიდეთ ოპოზიციაში. ჩემი ობიექტური აზრია გადადგეს სააკაშვილი და თან წაიყვანოს მის მიერ გამოზრდილი ლეკვები, რომლებიც ხალხს დღისით და მზისით უნამუსოდ ძარცვავენ. მინდა იმ ხალხს ვუთხრა რომლებიც ამბობენ რომ მე სააკაშვილი მფარველობს და თურმე მას ჩემთვის სახლი და ავტომანქანა VIP-ი ნომრით ,,LOMAIA" საჩუქრად გადმოუცია (ეს აბსურდია), რომ სინამდვილეში სააკაშვილმა და მისმა კლანმა სახლი გამაყიდვინა... გაუკვირდათ საიდან აქვს ლომაიას ამხელა თანხაო... სხვათაშორის დღესაც ვინახავ დოკუმენტებს რომელიც ამტკიცებს რომ სახლი კრედიტით შევიძინე.  
_ბატონო ირაკლი, ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ.
ჩემთვის მთავარია, თითოეული დაწყებული საქმე, როგორც პარაფსიქოლოგიაში, აგრეთვე კინო-ხელოვნებაში მივიყვანო ბოლომდე. როგორც მოგახსენეთ ვმუშაობთ ახალ პროექტზე და ვამზადებთ თოქ-შოუს; ვახორციელებ პაციენტების მიღებას. მალე მხატვრული ფილმის გადაღებაც დაიწყება... მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქართველ და უცხოელ რეჟისორებთან. 
_როგორია ირაკლი ლომაის სამომავლო გეგმები?
_ხომ გავხდი საქართველოში პარაფიქოლოგიის მამა? მანამ არ მოვისვენებ სანამ კინო ინდუსტრიის მამა არ გავხდები (იცინის). გარდა ამისა სერიოზულად ვაპირებ აღვადგინო ჩემი ორივე გამომცემლობა, როგორც ჟურნალი, ისე გაზეთი... ვფიქრობ, უკვე დრო მოვიდა დავიწო ჩემი წიგნის მეორე ტომზე სერიოზული მუშაობა.
_თქვენ ხართ ავტორი წიგნისა კარმულ დიაგონსტიკაზე "სიცოცხლის წყურვილით", როგორი რეზონანსი მოჰყვა მას?
_ფანტასტიური... დღესაც მიკავშირდებიან და მთხოვენ წიგნს, რომელიც გრანდიოზული ტირაჟით გაიყიდა. ვფიქრობ ახლა დამატებითი ტირაჟი დავბეჭდო. ამ წიგნმა დაამტკიცა, რომ ტყუილად არ მიშრომია... რაც კიდევ ერთხელ მაგრძნობინებს სიცოცხლის წყურვილს. Aამ ეტაპზე კი წიგნით დაინტერესებული არიან ბრიტანელი და რუსი გამომცემლები. 
"სიცოცხლის წყურვილით მსოფლიოს ხუთი ქვეყნის დიდი მოწონება დაიმსახურა... 
_თქვენს წარმომავლობაზეც გვითხარით ცოტა რამ. მეგრელი ხართ ხომ?!

_უპირველეს ყოვლისა ვარ ქართველი და შემდეგ კი კუთხურად _ "მარგალი კოჩი" (მეგრელი კაცი) (იცინის). სხვათაშორის ზოგიერთებისაგან განსხვავებით მეამაყება, რომ მე სამეგრელოს ულამაზესი კუთხიდან _ სენაკიდან ვარ. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ და რაიონშიც იყოს საარსებო წყარო, გეფიცებით დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი სენაკში... ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მაყვს ზუგდიდში, ხობში, ლესიჭინეში, ფოთში, აბაშაში, ჩხოროწყუში. თითქმის ყველგან... საქართველო ხომ ძალიან პატარაა და ალბათ არავის ეწყინება ღიად დავაფიქსირო პოზიცია, რომ სამეგრელო განსაკუთრებით მიყვარს. ვეფერები ყველას, ძალიან მიყვარხართ!

ჟურნალი "ღია ბოქლომი" # 12 
ივნისი. 2009 წელი

ილია ჩაჩიბაია