,,მე მაიძულეს საქართველო დამეტოვებინა"

ნომრის სტუმარია საქართველოს პარაფსიქოლოგიის მამად აღიარებული ირაკლი ლომაია, რომელიც ამჟამად რუსეთის დედაქალაქში ორ ახალ პროფესიას: მსახიობობას და ფოტომოდელობას ეუფლება. 

უკვე რამოდენიმე თვეა ცნობილი პარაფსიქოლოგი ქართული პრესის ფურცლებზე აღარ სჩანს, ამიტომ საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი კითხვა: "სად დაიკარგა ლომაია?", "როდის დაუბრუნდება სამსახურს?", "საქართველოში როდის ჩამოვა?" ... მსგავსი კითხვებით ჩვენს რედაქციას არაერთმა მკითხველმა მიმართა. იგივე მკითხველთა თხოვნით "ღია ბოქლომი" მოსკოვში მყოფ ირაკლი ლომაიას დაუკავშირდა. ინტერვიუ მოკლე, მაგრამ სენსაციური გამოდგა. 

-ბატონო ირაკლი, ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? 

-ჩემსკენ აბსოლუტური სიმშვიდე, საქმეები ეტაპობრივად და ნელ-ნელა წინ მიდის. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, მართალია როგორც ყველა, მეც დამაზარალა, მაგრამ ფაქტია, რომ კრიზისი მარტო ჩემთვის არ არის. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება და კარგად ვიქნებით. 

-საქათველოში ჩამოსვლას როდის აპირებთ? 

-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოში ასე მალე ვერ ჩამოვალ, რადგან თებერვლის ბოლოს, უკვე გადაღებებზე ჰოლივუდში მივემგზავრები და სანამ კარგად არ მოვძლიერდები საქართველოში ვერ დავბრუნდები. ამავდროულად ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დაკავებული ვარ... 

-პარაფსიქოლოგიურ საქმიანობას როდის გააგრძელებთ? 

-საქართველოში ჩემი შესაძლებლობები ამ პროფესიით უკვე ამოვწურე... ამერიკაში კი მელოდებიან, ადამიანები რომლებთანაც პარაფსიქოლოგიური ცენტრი უნდა გავხსნა. პარალელურად ჩემს საქმიანობასაც გავაგრძელებ. 

-თუ შეიძლება თქვენს ახალ პროფესიაზე გვესაუბრეთ. 

-ჩემი ახალი პროფესია მსახიობობა და ფოტო-მოდელობაა, მოსკოვში სწორედ ამ საქმით ვარ დაკავებული. გავიარე მოსამზადებელი არაერთი კურსი ხელოვნებაში, სააგენტო ,,ულტრამოდელი"-ს დახმარებით, რომელთანაც გავაფორმე გრძელვადიანი ხელშეკრულება. აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს არაერთ კინო და ფოტოგადაღებებში მონაწილეობის მიღებას, მათ შორის ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად დიდი კრიზისისა, უკვე არაერთი გადაღება გვქონდა, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მეტიც - ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სამუშაოა. მე ავისრულე ის ოცნება, რაც თავიდანვე მინდოდა - ვიმედოვნებ, რომ ჩემი წარმატებებით არამარტო საკუთარ თავს,არამედ საქართველოსაც ვასახელებ. 

-თქვენი ოჯახი ამ დროისთვის სად იმყოფება? 

-ოჯახის წევრები ჯერჯერობით თბილისში არიან, მაგრამ ისინი მალე ჩემთან იქნებიან და ბედ- 

ნიერად გავაგრძელებთ ცხოვრებას. 

-რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ინტერვიუს წაიკითხავენ? 

-ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეს: მე მაიძულეს საქართველო დამეტოვებინა, - მოვა დრო, როდესაც ძალიან ბევრ რამეს ვიტყვი.... ყველანი ძალიან მიყვარხართ! 

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

-დიდი და კარგი გეგმები მაქვს. ჩემი მოსკოვში ყოფნის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ - ჰოლივუდშიც ამიტომ მივდივარ.