ირაკლი ლომაიას უჩვეულო რამ შეემთხვა...

ადამიანის მიერ განვლილი გზა, ამქვეყნად მისი მოვლინებიდან გარდაცვალებამდე, სასწაულია. მოკლედ...&ცხოვრებაა სასწაული. ჩვენ, ადამიანები კი, ამ ყველაფრის მხილველნი, გამზიარებელნი და ზოგჯერ საკუთარ თავზე გამოცდილების მომსწრენი ვართ. ეს შემთხვევა ალბათ, სხვა არაფერია, თუUარა სასწაული, რომელიც თითქოს ჩვეულებრივ, მაგრამ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არაჩვეულებრივ ადამიანს, სულ ცოტა ხნის წინ გადახდა თავს. ამ მოვლენის შესახებ ყველა სხვადასხვა აზრს გამოთქვამს, ვერავინ ხსნის საიდან და ვისგან მოდის ეს ყველაფერი, რა ძალები ამოძრავებს მას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ ამბის მომსწრე თითოეული ადამიანი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებულია. ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია სულ ცოტა ხნის წინ უგონო მდგომარეობით კომაში მყოფი ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს, საიდანაც დაიწყო ყველა ის უჩვეულო მოვლენა, რომელიც მას გადახდა თავს. პრესის წარმომადგენლები რა თქმა უნდა, დავინტერესდით ამ საკითხით და კომენტარის გასაკეთებლად ექიმ-რეანიმატოლოგს, ბატონ ბესო გურგენიძეს დავუკავშირდით, რომელიც პირველი წუთებიდან გახდა ამ მოვლენების მომსწრე და შემფასებელი. 

- ბატონო ბესო, საავადმყოფოში შემოყვანის წუთებიდან ირაკლის თქვენ აკვირდებოდით, თუUშეიძლება გვითხარით, რა მდგომარეობით შემოიყვანეს პაციენტი? 

- ირაკლი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობით შემოიყვანეს. გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით. ყველანაირი ანალიზი გავუკეთეთ. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, არც ერთი ორგანული დაზიანება არ აღენიშნებოდა. აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობდა გული, ტემპერატურა და სისხლის მიმოქცევა ნორმალური, მოკლედ, ყველა ორგანო უმუშავებდა. ანუ, ირაკლი ჩვენი პაციენტი არ იყო. შემდეგ, როდესაც პაციენტის ანამნეზი გამოვიკითხეთ, და მისი ცხოვრების წესის შესახებ გავიგეთ, მივხვდით, რომ ეს სწორედ, მისი უჩვეულო მდგომარეობით იყო გამოწვეული. 

- ასეთ შემთხვევაში რამდენად უძლური აღმოჩნდა კლასიკური მედიცინა და პირველი დახმარება, რომელიც მას აღმოუჩინეთ. 

- კლასიკური მედიცინა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უძლური აღმოჩნდა, იმდენად რამდენადაც, ამ მდგომარეობიდან ირაკლი თვითონ უნდა გამოსულიყო. ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. რაც შეეხება პირველად დახმარებას, როდესაც ტომოგრაფია გადავუღეთ და ტვინის მუშაობაში დავრწმუნდით, ნარკოზი გავუკეთეთ, რის შედეგადაც 12-13 საათი ვამყოფეთ უგონი მდგომარეობაში, რათა ტვინი არ გადატვირთულიყო, აგრეთვე, დავუდგით წვეთოვანი, რადგან ორგანიზმი არ გამოფიტულიყო. რაც შეეხება ირაკლის ტვინის მუშაობას, მისი ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ცოტა სხვანაირად მუშაობს, მაგრამ არ გაიგოთ ისე, თითქოს აგებულებით იყოს სხვანაირი. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას სხვა ფიქრები, შეგრძნებები და გრძნობები აქვს, არასტანდარტული, სხვა ადამიანებთან შედარებით, ანუ აბსოლუტურად განსხვავებული. 

ირაკლის ასეთ მდგომარეობას ყველა სხვადასხვანაირად აფასებს. ექიმების ერთი ნაწილისთვის ეს თითქოს ჩვეულებრივია, ამ ფაქტის მნახველი უბრალო, მოკვდავი ადამიეანები კი გაოგნებულნი არიან, ერთ-ერთი ასეთი ყველასთვის ცნობილი ქალბატონი, მზია კვირიკაშვილია, რომელმაც ყველა მოვლენა თავად ნახა და უჭირს ამ ყველაფრის ახსნა.  

მზია კვირიკაშვილი: "მე და ირაკლი მეგობრები ვართ, გამომდინარე აქედან, იმ დროს მის გვერდით ვიყავი. ირაკლის სანახავად რონ შევედი, აპარატზე იყო შეერთებული, წვეთოვანი ედგა და აბსოლუტურად გათიშული იყო, კომაში იმყოფებოდა. ექიმების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ მას ლეთარგიული ძილი ჰქონდა, მეორე ნაწილი კი ამბობდა, ირაკლი ღრმა ტრანსში არისო. როდესაც რეანიმაციიდან სხვა პალატაში გადაიყვანეს, იყო მომენტი, რომ თვალები გაახილა, დამელაპარაკა, ანუ ჩვეულებრივად აზროვნებდა. შემდეგ ისევ გაითიშა. ამ დროს ექიმებიც იქ იმყოფებოდნენ, ყველა ღონეს ხმარობდნენ, მაგრამ გონზე ვერ მოჰყავდათ. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ აპარატზე წნევა, მაჯისცემა ნორმალურად აისახებოდა, შემდეგ მოხდა ასეთი უცნაური რამ: აბსოლუტურად გათიშული მთელ სიგრძეზე ისე გაიჭიმა, რომ ექიმებმა ვერაფრით ხელ-ფეხი ვერ მოუღუნეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფს მთელი სხეული უთრთოდა. უცებ გაჩერდებოდა, დაიკვნესებდა, პირს გააღებდა და ჩერდებოდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, სუნთქვა შეწყვეტილი. ამის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ახელს თვალებს, იწყებს ლაპარაკს, ჭამს, მაგრამ შემდეგ ისევ ითიშება. ასეთ მდგომარეობაში ერთი დღე-ღამეE იმყოფებოდა. აბსოლუტურად ყველა ექიმმა გასინჯა, ისინი მოვლენების განვითარებას ელოდნენ და წინასწარი დასკვნებიდან თავს იკავებდნენ, თუმცაUგაურკვეველობაში იყვნენ. რაც შეეხება მისი ტვინის მუშაობას, ნეიროქირურგმა აღნიშნა, რომ მას ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებული ტვინი აქვს. რაც მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ახსნეს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ისეთი უჩვეულო ფაქტის მომსწრე გავხდი, რასაც ნამდვილად ვერ ავხსნი და ვერც წარმოვიდგენდი. ერთს კი მივხვდი, რომ ირაკლი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, მას რაღაც დიდი ძალა ამოძრავებს, მაგრამ ვინ კარნახობს ამ ყველაფერს, ალბათ მხოლოდ თვითონ იცის.� 

დამეთანხმებით, ყველაზე საინტერესო ირაკლი ლომაიას კომენტარია, რომელსაც თავად გადახდა ეს ყველაფერი. თუUრას გრძნობდა ამ დროს, ახსოვს თუ არა ეს პერიოდი და როგორ ხსნის ამ მოვლენას, ამაზე თავად გვიამბობს. 

- ირაკლი ლომაია: �აბსოლუტურად არაფერი მახსოვს, ერთადერთი, რა შეგრძბებაც მქონდა, სადღაც მივქროდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. როგორც მეუბნებიან, რაღაც მომენტებში გონს მოვდიოდი, ვლაპარაკობდი, მაგრამ არაფერი მახსოვს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ექიმებს ჩემთვის ხელწერილიც კი დაუწერინებიათ, რადგან საავადმყოფოში დარჩენაზე უარი მითქვამს, ასეთი რაღაც რამდენიმე წლის წინათაც დამემართა, 12 დღეEუგონოდ, ფაქტიურად მკვდარი ვიყავი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ყველაფერი მახსოვდა. 

P.შ.კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ირაკლი ლომაია სასწაულმოქმედი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ მასში არის რაღაც ძალა, რაც მას მართლა სასწაულებს აკეთებინებს, ამას კი მისი არაერთი პაციენტი ადასტურებს. რეალობას ვერ გავექცევით, სულ ახლახან, ცნობილი პარაფსიქოლოგი უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა, შემთხვევით არაფერი ხდება. პარაფსიქოლოგიის მამად აღიარებულმა კლასიკური მედიცინის წარმომადგენლები რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გააოგნა და მან უჩვეულო სიტუაციიდან საკუთარი თავი თვითონვე გამოიყვანა. ჩვენს შორის დადის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, მაგრამ ამავე დროს უჩვეულო და არაორდინალური, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. არავინ იცის, კიდევ როდის მოუწევთ მსგავსი მასალის დაწერა ჟურნალისტებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი სულ ახლახან მოხდა და დამეთანხმებით, მსგავსი რაღაცეები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, ასეთი ადამიანები კი თითზე ჩამოსათვლელნი არიან მთელ მსოფლიოში. 

საუბარს ვამთავრებდით, როდესაც ბატონმა ირაკლიმ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა მოსკოვში მის გამგზავრებასთან დაკავშირებით. ქართველი პარაფსიქოლოგი რუსმა პარაფსიქოლოგებმა მიიწვიეს, რამდენადაც საუბარში გაირკვა, პაციენტების მიღება ივლისის ბოლოს შეწყდება. არ უთქვამს ბატონ ირაკლის, რა ხნით მოუწევს რუსეთის დედაქალაქში ყოფნა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით გაირკვა. ქართველი პარაფსიქოლოგი სავარაუდოდ შემოდგომაზე უდიდესი გეგმებით დაბრუნდება საქართველოში.

ჟურნალი "ღია ბოქლომი" # 5 (9) 
სექტემბერი-ოქტომბერი. 2008 წელი