ვის შეიძლება ეწოდოს ცხოვრების იდეალი...

წინასწარ არავინ იცის, განგება ვის რას უმზადებს და ცხოვრების იერარქიული კიბის რომელ საფეხურზე გააჩერებს. ამქვეყნად ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც დაბადებისთანავე გამოარჩევს უფალი. მათ განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ და საზოგადოებაში გარკვეული ადგილიც უჭირავთ. დამეთანხმებით, რომ ერთია სურვილი, მეორე კი თავდაუზოგავი შრომა მიზნის მისაღწევად. 

ალბათ, კვარცხლბეკზე ასვლაც სწორედ ასეთი ადამიანების ხვედრია. ზოგიერთი თითქმის მთელ ცხოვრებას ანდომებს დასახული მიზნის მიღწევას, ზოგს ეს ძალიან ადვილად გამოსდის, მაგრამ ის, რომ ადრეულ ასაკში გახდე პოპულარული და გქონდეს დამოუკიდებლად მოქმედების არეალი, ვფიქრობ, პატარა საქმე არ გახლავთ. ,,ცხოვრება ერთხელ აძლევს შანსს თითოეულ ჩვენგანს, მთავარია, ეს შანსი სწორად გამოვიყენოთ-, ამბობს გაზეთ "კამარა"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბატონი ირაკლი ლომაია, რომელიც მართალია, თავის თავს ქუდბედიანს უწოდებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბედისწერას არ შეუძლია ადამიანის მომავლის განსაზღვრა. ღირსეული და ამავე დროს გამორჩეული ადგილის დასამკვიდრებლად დიდი მნიშვნელობა სწორედ ადამიანის თვისებებს ენიჭება. ირაკლის, ხასიათის განსაკუთრებული შტრიხები ბავშვობიდან დაჰყვა. მიუხედავად ასაკისა, მან ბევრი მოასწრო და გააკეთა. აკეთებს დღესაც და წინ დიდი გეგმები აქვს. საკმარისია, ერთხელ გაესაუბრო მას, რომ მიხვდე, თუ რაოდენ საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი, რაც უმაღლეს ხარისხშია აყვანილი. 

შევეცადე რამოდენიმე კითხვა დამესვა ირაკლისთვის და დაახლოებით მაინც გამეგო მისი შინაგანი სამყარო. სამყარო, რომელიც აბსოლუტურად რეალური აღმოჩნდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ლომაია თავისი შეხედულებითა და ქმედებებით ევროპელია, თუმცა, ამავდროულად, ტრადიციული ქართული ოჯახის მამა და მეუღლეა. 

ირაკლი ლომაიაზე, როგორც პარაფსიქოლოგსა და მკურნალ-ექსტრასენსზე უკვე ბევრი რამ თქმულა და არაერთხელ დაწერილა ქართულ და უცხოურ პრესაში. იგი პარაფსიქოლოგთა თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია, რომელიც თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. ბოლო წლების განმავლობაში ცნობილმა ექსტრასენსმა კვალიფიციური დახმარება 35 ათასამდე პაციენტს გაუწია. ინფორმაცია მისი უნიკალური უნარისა და იშვიათი შესაძლებლობების შესახებ დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. 

ირაკლი ლომაია მკურნალობს ისეთ მძიმე დაავადებებს, რომლის წინაშეც ტრადიციული მედიცინა უძლურია. თუმცა ეს მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება როდია. ირაკლი ლომაიას პაციენტები არიან რიგითი ადამიანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მკურნალობა ხორციელდება როგორც ფოტოებით, ისე პირადი ურთიერთობებით. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, სამკურნალო პერიოდში პაციენტი დაზღვეულია დისკომფორტისგან. ადამიანის ჯანმრთელობასა თუ მისი სხვა პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტისკენ მიმართული სრული კურსი ყველასთვის ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, შედეგიანია! 

ირაკლი ლომაია ამზადებს სპეციალურ მცენარეულ მედიკამენტებს. ერთ-ერთს, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს, ევროპის ქვეყნებში კარგად იცნობენ და ფართოდ იყენებენ. 

უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ირაკლი ლომაია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ეწევა. არც ისე დიდი ხნის წინათ გამოიცა მისი წიგნის პირველი ტომი კარმულ დიაგნოსტიკაზე, რომლის სახელწოდებაა- ,,სიცოცხლის წყურვილით- და მაშინვე დაიმსახურა გერმანელი კოლეგების მაღალი შეფასება. 

გადავწყვიტეთ, ირაკლი საზოგადოებისთვის მისი პროფესიული საქმიანობის გარდა სხვა კუთხითაც დაგვენახა, ანუ როგორი პიროვნებაა 24 წლის ირაკლი ლომაია ოჯახში, მეგობრებთან, სამსახურში და საერთოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაშიც მისი მეუღლე ქალბატონი ელისო ტორჩინავაც დაგვეხმარა. 

ირაკლი: - მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის მომავალი მისი გაჩენისთანავე არის განსაზღვრული და გადაწყვეტილი. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი ოჯახს მიუძღვის, მაგრამ საქმიანობას, პროფესიას და საერთოდ, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას, ღვთის ნებასთან ერთად განსაკუთრებული თვისებები სჭირდება, ყველას აქვს გარკვეული მიზანი და სხვადასხვაგვარად ესმის ცხოვრების სიავკარგე. ბევრჯერ შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებმაც პატარა ასაკში ბევრ რამეს მიაღწიეს, რაც ვფიქრობ, სწორად დასახული მიზნის შედეგი გახლავთ. ამავე დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დოზით აიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მოვალეობას, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე რომელიც ერთხელ გაძლევს შანსს, რაც აუცილებლად სწორად უნდა გამოიყენო. მიმაჩნია, რომ ქუდბედიანი ვარ, რადგან რასაც მიზნად დავისახავ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამომდის. ჩემი ისტორია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ბევრისთვისაა ცნობილი. მოკლედ რომ გითხრათ, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სენაკში ვცხოვრობდი. მოხდა სასწაული, ჩემს ხატებს მირონი სდიოდა, სხეულზე ჯვრები მესახებოდა და მირონდენა თვითონაც მქონდა. ამ მართლაცდა სასწაულის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბუნებრივია, ამ ყველაფრით დავინტერესდი და ალბათ, უცნაურიც იქნებოდა, რომ არ დავინტერესებულიყავი. თუმცა, იმის შეცნობა, თუ რატომ დაემართა ეს მაინცდამაინც ირაკლი ლომაიას და არა სხვას, დღესაც რთულია. ფაქტია, ეს რომ არ მომხდარიყო, არც უცხოეთში წავიდოდი სასწავლებლად. მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ ნეიროქირურგი გავხდებოდი, ექიმობაზე ვოცნებობდი... დღეს კმაყოფილი ვარ, რომ პარაფსიქოლოგი გავხდი და, რაც მთავარია, ჩემთან ერთად ხალხიც კმაყოფილია. 

- რამდენად სპონტანურად იღებთ გადაწყვეტილებებს? 

- ხშირად ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სპონტანურად მიმიღია, რაც შემდგომ გარკვეულ წილად მინანია, მაგრამ ბევრი სერიოზული საქმეები, ყოველთვის დადებითად გადამწყდარა. უცბად არაფერი გამომდის, თუმცა, როდესაც საქმეს სჭირდება, ოლიმპიური სიმშვიდით ველოდები. 

-ელისო, თქვენი აზრით, რამდენად ჩქარია ბატონი ირაკლი საქმეში? 

-გადაწყვეტილების მიღებამდე აზრს ხშირად იცვლის, რაც მისი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარეობს. საქმეში ჩქარია. არაერთხელ დაუბრუნებია მისი მენეჯერები შუა გზიდან რადგან კარგად დაფიქრებულა და გადაწყვეტილება შეუცვლია. როდესაც საქმიან შემოთავაზებაზეა საუბარი, დაუფიქრებლად პასუხობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ოდნავ შეყოვნდება და წამიერად დაფიქრდება. შეიძლება პასუხი შეცვალოს, მაგრამ ჯერ არც ერთხელ არ შემცდარა. აქვს საოცარი ინტუიცია, რაც საქმის კარგად წარმართვაში დადებითად ეხმარება. უყვარს ფიქრი... ეს მისი ხასიათის ყველაზე გამორჩეული შტრიხია. ირაკლი მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ოჯახის წევრების ჩათვლით აიძულებს (კარგი გაგებით) პატივი სცენ მას. მე, როგორც მისი მეუღლე ძალიან ვაფასებ მის ამ თვისებას. 

- თქვენზე ხშირად ამბობენ, ცოცხალი წმინდანიაო. 

- არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი, წმინდანი ვარ-მეთქი ისეთივე ცოდვილი ვარ, როგორც ყველა. უბრალოდ, განსხვავებული ხედვითი უნარი გამაჩნია, რაც ყველას არ აქვს. ეკლესიასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი და დღესაც, შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ, არ დავშორდე მას. ამავდროულად, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თვალით უხილავ სამყაროსთან რაღაც კონტაქტი მქონდა და ის მაწვდიდა ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დამესვა დიაგნოზი, დამემზადებინა ესა თუ ის წამალი, მაგრამ ეს არ იყო სათანადოდ დაკვალიფიცირებული ქმედება. მაშინ, ელემენტარულად, ადამიანის ანატომიაშიც კი ვერ ვერკვეოდი. თუმცა, მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და საზოგადოებაში ხმა სწრაფად ვრცელდება. ასე რომ, ხალხი მაშინაც მოდიოდა ჩემთან, როცა ამ სფეროში სათანადო ცოდნა არ მქონდა. ზოგი იმისთვის მაკითხავდა, რომ დავხმარებოდი, ზოგი-ამ სასწაულის სანახავად, ზოგიც ჩემთან დამეგობრებას ცდილობდა. ვიღაც ამბობდა, რომ ჩემი ქმედება ჭეშმარიტი იყო, სხვა კი ამას ბოროტებად აღიქვამდა. სინამდვილეში, დიაგნოზირებას ამ სამყაროსთან შერწყმით ვახდენდი... ამჟამად კი, მსოფლიოს ოთხგზის კვალიფიციური ლიცენზიანტის სტატუსით ვმუშაობ. 

- ვიცით რომ ეს პროფესია უცხოეთში მიიღეთ, იქნებ, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ. 

-დიახ, პარაფსიქოლოგიის ცოდნა უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში მივიღე, ამ ცენტრის ფილიალები შემდგომში იტალიაში, საბერძნეთსა და ავსტრიაში გაიხსნა. უცნაური მეთოდია, სურათისა და სანთლების მეშვეობით ხდება დიაგნოზირება, თუ რა დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მქონეა ესა თუ ის ადამიანი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რენტგენის მსგავსია. ის წარმოაჩენს ადამიანის ბიოენერგეტიკულ ველს, გვაჩვენებს, რომელ ადგილას გვაქვს შედარებით სუსტი, უფრო აქტიური და ნაკლებად აქტიური წერტილები. დიაგნოზში ეს ფერებშიც გამოითვლება და ჩანს, რომელ გენეტიკურ პრობლემებთან გვაქვს საქმე- რა დაავადებასთან, როგორი სახის დარღვევებთან და ასე შემდეგ. 

- ბატონო ირაკლი, თქვენი საქმიანობოს შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი გვითხარით, როგორია გაბრაზებული ირაკლი? 

ირაკლი: - უმჯობესია, არავინ შემეპასუხოს ამ დროს. 

ელისო: - მართალია. გაბრაზებულს ჯობია არავინ დაელაპარაკოს. ამ დროს მის გამხიარულებას მეც ვერ ვახერხებ. ერთადერთი, ვისაც ირაკლის ხასიათზე მოყვანა შეუძლია, პატარა მარიამი და გიორგია. ძალიან უყვარს მუსიკა, სიამოვნებით უსმენს სოულს, კლასიკას. გააჩნია, როდის როგორ ხასიათზეა. 

მათ ოჯახი 2003 წლის 5 მაისს შექმნეს და ამჟამად ჰყავთ ორი შვილი, 4 წლის გიორგი და 1 წლის მარიამი. ირაკლი ამბობს, რომ მესამე შვილს აუცილებლად იშვილებს და გაზრდის, ამით უდიდეს მადლს ჩაიდენს. საინტერესოა, როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას მეუღლე... 

ელისო: - ვიდრე ცოლად გავყვებოდი, ვიცოდი ირაკლის ამ ჩანაფიქრის შესახებ. წინააღმდეგი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია, რადგან ჩვენ სიყვარულით შევქმენით ოჯახი და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. 

ირაკლი: - ამ ჩანაფიქრს ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად ავისრულებ, მაგრამ ეტყობა, ჯერ ამის დრო არ დამდგარა. 

მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, რაც როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, სიყვარულით და ბოლოს ოჯახით დაგვირგვინდა. კითხვაზე, ოჯახის შექმნაც სპონტანურად გადაწყვიტა თუ არა, ირაკლიმ გვიპასუხა. 

- კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ელისოს შევირთავდი ცოლად, რასაც დღეს ნამდვილად არ ვნანობ. ვფიქრობ, ორი წელი არ არის პატარა დრო იმისათვის, რომ გაგვეგო, გვინდოდა ერთად ცხოვრება თუ არა. იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთ ჭერქვეშ მოგვიწევდა ცხოვრება. ხშირად მისთვის ჩემი შეყვარებულების ფოტოებიც კი მიჩვენებია და რჩევა მიკითხავს. 

-- ელისო, რას ფიქრობდით ამ დროს? 

-- მაშინ, მართალია, მის მიმართ გრძნობა არ მქონდა, მაგრამ რატომღაც ვეუბნებოდი, იქნებ დაფიქრდე-მეთქი. 

- ანუ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობდით მასზე? 

-- ალბათ ასე იყო, მაგრამ მაშინ ეს არ მქონდა გათვითცნობიერებული. 

ირაკლი: - როდესაც გაიგო, რომ მიყვარდა, გაბრაზდა. ცოტა ხანი გაბუტულები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მას არასოდეს მოვიტაცებდი. 

-- რატომ ? 

-- რადგან ეს ვაჟკაცობად არ მიმაჩნია. ცივილური ადამიანები ვართ და ამგვარ გადაწყვეტილებას არასერიოზულად ვუყურებ. ოჯახის შექმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა და ეს ნაბიჯი ორმა ადამიანმა გააზრებულად უნდა გადადგას. არ შეიძლება ამ შემთხვევაში მესამე პირის ჩარევა. 

- ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებებს ვინ იღებს? 

ელისო: - რა თქმა უნდა, ირაკლი. მართალია, ამა თუ იმ საკითხზე ერთად ვმსჯელობთ, მაგრამ დასკვნას ყოველთვის ირაკლი აკეთებს. დათმობა არ უყვარს. მართალი გითხრათ, შეყვარებულობის პერიოდში გაცილებით დამთმობი იყო. თითქმის ყველა საკითხზე ვთანხმდებოდით. ხშირად მიწყობს მოულოდნელ სიურპრიზებს. მეტიც, ყოველი თვის 5 რიცხვს, ჩვენი შეუღლების თარიღზე, აუცილებლად მნიშვნელოვანი ძვირფასი სამკაულებით მანებივრებს. 

კითხვაზე, აზიატია თუ არა ირაკლი და რამდენად მოსწონს ჰყავდეს საქმიანი მეუღლე, გვიპასუხა. 

- მიმაჩნია, რომ ქალი საოჯახო საქმეებით უნდა იყოს დაკავებული. არ ვარ წინააღმდეგი საზოგადოებაში თავისი ადგილიც ეკავოს, მაგრამ როდესაც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნი მეუღლეს და შვილებს, ცოლის მუშაობა აუცილებელ პირობად არ მიმაჩნია. ძირითადად პასუხისმგებლობა მაინც მამაკაცმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. 

უყვარს, როდესაც მეუღლე ლამაზად გამოიყურება. არ უკრძალავს არაფერს, რაც მას უხდება, არ არის ეჭვიანი. ძალიან მოსწონს ელისოს მიერ დამზადებული საცივი და მეგრული ხაჭაპური. არის არაჩვეულებრივი მამა. დიდ დღესასწაულებს ტრადიციულად მშობლებთან ერთად ხვდებიან. 

ელისო: - არასოდეს ვართ მარტო. ნათესავებთან, ახლობებთან და მეგობრებთან ერთად ყოფნას ისე შევეჩვიეთ, სხვაგვარად ცხოვრება ვერც წარმოგვიდგენია. ირაკლი ყოველთვის ახერხებს ყურადღების გადანაწილებას ყველა იმ ადამიანზე, ვინც მის ირგვლივ ტრიალებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობს და საღამოს ძალიან დაღლილი ბრუნდება, დისკომფორტს არასოდეს გვიქმნის. რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეს, ყოველთვის ღიმილი დასთამაშებს სახეზე. 

- ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ, რომ დიაგნოზირება სანთლების მეშვეობით კეთდება, საინტერესოა, რატომ სანთლები და არა სხვა რამ? 

- სანთელი მართმადიდებლური სიმბოლოა. ის წმიდად მიმაჩნია და ყველაზე კარგად იმუხტება. სანთლის დანთების შემდეგ ხდება ენერგეტიკული ცვლა, ანუ რეინკარნაცია და გადაადგილება, რომელიც ორგანიზმში ენერგეტიკული ველების გაწმენდა-გათავისუფლებას იწვევს. 

- როგორც ვიცით, 2000 წელს თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარეთ, შემდეგ უცხოეთში როგორ მოხვდით? 

- დიახ, 2000 წელს ჩავირიცხე თბილისის საერო უნივერსიტეტ ,,მეტეხში"- სამკურნალო ფაკულტეტზე, ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლება ამავე უნივერსიტეტის რექტორს არაჩვეულებრივ და საოცრად განათლებულ ქალბატონ მანონი ქირთბაიას და ყველა ჩემს ლექტორს უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩემი პროფესიული განათლების მიღებისთვის. იმ პერიოდში ჩემს შესახებ რუსული და უცხოური პრესა გაცილებით ბევრს წერდა. ბოლოს, მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში მიმიწვია ადამიანმა, რომელსაც რაღაც პრობლემა თავად ჰქონდა. პარალელურად უნივერსიტეტში ჩემი უცნაური ფენომენით დაინტერესდნენ და გამოკვლევაც დაიწყეს. კვლევების დასრულების შემდეგ კი მოვხვდი იმ ათას სტუდენტში, რომლებსაც მსოფლიო დონის პარაფსიქოლოგები გერმანიაში სასწავლებლად ირჩევდნენ. პროგრამა ხუთწლიანი იყო და სწავლის წლიური გადასახადი 80 ათას ევროს შეადგენდა. თუმცა, ამ თანხის გამომუშავება პარალელურად ცენტრში მუშაობით შეიძლებოდა. ცენტრი იმდენად სოლიდური იყო, რომ ექვსი თვის განმავლობაში გვამოწმებდნენ, ხომ არ ვიტყუებოდით და როგორი ენეგეტიკა გვქონდა, რადგან პარაფსიქოლოგიაში მხოლოდ თეორიული ცოდნა არაფრის მომტანია. 

ხუთწლიანი პროგრამა გერმანიაში და პარალელურად, ქართულ უნივერსიტეტშიც, ექსტერნად, წითელ დიპლომზე დავამთავრე. უცხოელებმა მათთან დარჩენა და მუშაობა შემომთავაზეს, მაგრამ არა საქართველოს სახელით, რაზეც უარი განვაცხადე. სწორედ იმ პერიოდში შევქმენი სიმსივნის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც იტალიის პარაფსიქოლოგთა ლაბორატორიაში დამზადდა, რადგან შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში ამ საქმეში გვერდით მდგომი ვერ ვიპოვე... პირიქით, ხელის შეწყობის ნაცვლად, ზოგიერთებისგან კრიტიკაც მივიღე. 

ამჟამად ცენტრთან გაფორმებული მაქვს გრძელვადიანი კონტრაქტი, ვარ საქართველოში მათი იურიდიული წარმომადგენელი, მაქვს მათი ფილიალი შპს-ს სახით და წელიწადში სამჯერ ცენტრის წევრ ქვეყნებში სტაჟირებით ჩავდივარ სამუშაოდ. 

- თქვენ საქართველოში საჯაროდ პირველმა დააარსეთ პარაფსიქოლოგიის ცენტრი. მისი დარეგისტრირებისას პრობლემები არ შეგქმნიათ? 

- აქ რომ დავბრუნდი, ოთგზის ლიცენზიანტი ვიყავი, ანუ ოფიციალური სტატუსი მქონდა მიღებული უცხოეთიდან, ამდენად, დარეგისტრირების პრობლემა არ მქონია. თუმცა, დღესაც არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ჩემი საქმიანობა ხელს არ აძლევს. არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ მიზეზებსაც, რადგან ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ბევრი პარლამენტარისა და ცნობილი სახის პირადი მესაიდუმლე და ჩემი ფენომენალური ნიჭის წყალობით მრჩეველი ვიყავი, თუმცა, არც ამჯერად ვმალავ, რომ მსგავსი რამ დღესაც გრძელდება. იყო დრო, როცა ზოგიერთები საიდუმლოს გასაცემად დიდ თანხასაც მთავაზობდნენ. ჩემი სახელის შელახვის მცდელობაც ბევრჯერ ყოფილა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მოწამლვა დამიპირეს და საოცრად გადავრჩი, აგრეთვე სატელეფონო მუქარები შვილთან დაკავშირებით, გატაცება. სხვათა შორის, ერთხელ უკვე გამიტაცეს და სასწაულად გადავრჩი... ყოველივე აქედან გამომდინარე, დღეს, სამწუხაროდ, იძულებული ვარ საკუთარ ქვეყანაში დაცვის თანხლებით ვიარო... 

- თქვენ ხართ ავტორი წიგნისა კარმულ დიაგონსტიკაზე - ,,სიცოცხლის წყურვილით"-, როგორი რეზონანსი მოჰყვა მას? 

- მსგავსი რამ საქართველოში არ გამოცემულა. არა იმიტომ რომ ჩემია, არამედ პარაფსიქოლოგიის სფეროში გერმანელმა სპეციალისტებმა აღიარეს და თქვეს, რომ წარმოუდგენელია 24 წლის ბიჭმა ასეთი წიგნი დაწეროსო. ჩემთვის ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო, რომელიც ათმაგად მაძლევს სიცოცხლის წყურვილს, ვიყო ის, ვინც ვარ და ვაკეთო, ის რაც მართლა ჩემი საკეთებელია. წიგნში თავმოყრილია შვიდი წლის განმავლობაში სამედიცინო მოკვლევების საფუძველზე გაკეთებული დასკვნები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნის დაწერაში ჩემი ზებუნებრივი უნარი დამეხმარა. დღის განმავლობაში იყო საათები, როცა ვხედავდი, ვიღაც მოდიოდა და ჩანაწერებს მკარნახობდა. ,,სიცოცხლის წყურვილით"- სწორედ ამ ჩანაწერებზე აეწყო. 

- თქვენთან ვიზიტისას პაციენტი 185 ლარს იხდის. რა სახის მომსახურება შედის ამ თანხაში? 

- ეს მთლიანი ანუ კომპლექსური სამკურნალო კურსის თანხაა. ამაში შედის: გენეტიკური, მოდგმითი, გაკეთებული, გათვალული, წინსვლა-წარმატება, ჩაკრების გაწმენდა, ათ დაავადებამდე დიაგნოზირება და მკურნალობა ჩვენივე სანთლებითა და მცენარეული წამლებით. აგრეთვე შედის ბიოენერგეტიკული გამოლოცვები, ასტრალური სეანსები, სისხლის გამწმენდი საშუალებები და სპეციალური სეანსები, რომლებსაც ბოლო ეტაპზე პირადად ვატარებ და ეს ყველაფერი ხელშეკრულებისა და გარანტიის საფუძველზე ხდება. გარწმუნებთ, მსგავს რამეს თქვენ ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ნახავთ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თუ პაციენტი პასუხისმგებლობით მოეკიდება და ბოლომდე დაექვემდებარება ჩემს მიერ ჩატარებულ მკურნალობის მეთოდს, გარანტირებულ შედეგს მიიღებს. თუ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება, მას გადახდილი თანხის 80%-ი უბრუნდება უკან. 

- რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები? 

- არც ისე ბევრია, შემიძლია პაციენტების ზუსტი შედეგები გითხრათ, დაახლოებით7 - წლის მუშაობის აღრიცხული ინტერაქტივით, მიღებულ პაციენტთა რიცხვი 35000 აღწევს. 


1. სავარაუდო ინტერაქტივით გამოთვლით, სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი 6768- ია, რომელთა 80%-ი დღესაც ჯანმრთელად გრძნობს თავს. 

2. დაინვალიდებული პაციენტები, რომლებიც ლოგინს იყვნენ წლების მანძილზე მიჯაჭვული - 9118-ს. 

3. ხოლო პაციენტების რიცხვი, რომლებმაც დაიწყეს და ბოლომდე არ მიიყვანეს კურსი, 1886-ს. 

4. დაგვიანებული პაციენტები, რომელთა ორგანიზმი არ დაექვემდებარა მკურნალობას, 2721. 

5.მცირეწლოვანთა დაავადებული პაციენტების რიცხვი კი 6372. 

6. და ასევე, ხანდაზმულთა ინტერაქტივის შედეგის ალბათობაა 8135. 

რატომ არ ექვემდებარება ზოგიერთი პაციენტი მკურნალობა-გამოლოცვებს? 

თუ ადამიანის უჯრედი ძალიან დიდი უარყოფითი ენერგეტიკული ველით არის დაბინძურებული, ანუ სტრუქტურული მიმართულებით გადაადგილებას არ ახდენს ორგანიზმში ენერგეტიკა და ჩაკრების აქტივობა არ აისახება დადებითად, პაციენტი ამ შემთხვევაში აღარ ექვემდებარება მკურნალობა-გამოლოცვებს. 

ამ საქმეში საკმაოდ კვალიფიცირებული და კომპეტენტური ხართ. ნეირო-ქირურგობაზე გული არ გწყდებათ? 

უცხოეთიდან დაბრუნებულმა, როგორც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, პრაქტიკები ონკოლოგიურ საავადმყოფოში გავიარე, რადგან მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი პარალელურად ნეირო-ქირურგობაზე. სამწუხაროდ, იქ მივხვდი, რომ საქართველოში ექიმს ფასი არ აქვს. თუ პაციენტი დაიღუპებოდა, მისი ჭირისუფალი მიიჩნევდა, რომ დამნაშავე მხოლოდ ექიმი იყო. ასეთი მარტივი მიდგომა ქართული მენტალიტეტის ბრალია. თანაც, წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელი ქირურგიის შესწავლისთვის უნდა დამეთმო, შემდეგ, მეცადა, როდის დავიკავებდი ვინმე ხნიერი პროფესორის ადგილს, რათა სამსახური მქონოდა და ამავე დროს მქონოდა დაბალი ხელფასი, თან მეცხოვრა რისკით, რომ ხვალ-ზეგ ეგრეთწოდებული უკმაყოფილო პაციენტის მსხვერპლი აღმოვჩნდებოდი. 

დღეს ამის პრობლემა არ მაქვს: მყავს უამრავი განკურნებული და მადლიერი პაციენტი, ვარ მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი, ხალხი მაფასებს, რაც მთავარია, პატივს მცემენ საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მე არა მხოლოდ ვმკურნალობ, არამედ ვიღებ ადამიანებს, რომლებსაც, კარიერა და მომავალი ცხოვრების სწორი მიმართულებით ცხოვრება აინტერესებთ. მინდა ზოგიერთებისთვის ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვარ მკითხავი ან წინასწარმეტყველი. ვარ სპეციალისტი, რომელიც იკვლევს ადამიანის ყველა ცოცხალი ორგანოს ბიოენერგეტიკულ დადებით და უარყოფით ველს.. 

-თქვენი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება აურის გაწმენდაცაა. რომელი ადამიანების აურა ბინძურდება ყველაზე მეტად? 

- რაც უფრო დადებითად არის დამუხტული აურა ბიოენერგეტიკული ველით, მით უფრო ნაკლებად ბინძურდება. მწერლებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმულ ადამიანებს ეს პრობლემა უფრო მეტად აწუხებთ, ვინაიდან ისინი ხშირად გარკვეული შავი ხვრელების ობიექტივის ქვეშ ხვდებიან და სხვებისგან ძირითადად გათვალული არიან. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. პაციენტები ამაში ცუდად არიან გარკვეული, რის გამოც ხანდახან კურიოზულ სიტუაციებშიც აღმოვჩნდები ხოლმე. მაგალითად, ზოგიერთი პაციენტი აურის მოხსნას მთხოვს, რაშიც მისი გასუფთავებაა ნაგულისხმევი. ერთხელ მოვიდა ქალბატონი, რომელიც კარმული უჯრედის გაწმენდას საჭიროებდა. მან კი ჩათვალა, რომ გამათმობელი ,,კარმის- გაწმენდაზე იყო საუბარი.. ან კიდევ, ვითხოვ სურათს, რომელზეც პაციენტის თვალები უნდა ჩანდეს კარგად, პაციენტის ახლობელი კი მეკითხება, წელზევით გადაღებული ფოტო გინდათ თუ წელსქვევითო!... 

-მკურნალობა-გამოლოცვებისას დიდი მნიშვნელობა აქვს დადებით განწყობას, განკურნების რწმენას... 

- ცხადია, როცა გჯერა, დადებითი მუხტს, ენერგეტიკას უფრო ადვილად იღებ და იოლად იკურნები, შესაბამისად, ხედავ შედეგს. როდესაც არ გჯერა, ენერგეტიკაც გარკვეულწილად შეკრულია. მყავდა თურქი პაციენტი, რომელიც სანთელს ანთებდა და როდესაც ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, მან უპასუხა, უნდა მჯეროდეს იმ საქმის, რომელსაც ირაკლი ლომაია აკეთებსო. სხვათა შორის, მას ძვლის დაშლა ანუ სარკომა ჰქონდა და ის დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს. 

- რა იწვევს დაავადებებს და საერთოდ, რითი ,,ბინძურდება- ადამიანის ენერგეტიკული ველი? 

- აურისა და მიმღები დასხივებადი არხების დაბინძურება ნებისმიერ ორგანოს აზიანებს. გარდა ამისა, ადამიანის მძიმე კარმა, მოდგმითი გენეტიკური ცოდვები და ბიოველში ხელოვნურად შეყვანილი ნეგატიური პროგრამა, ჯადო, გათვალვა, წყევლა უამრავ დაავადებას იწვევს, შესაძლებელია, ექიმმა დიაგნოზი ვერ დაგისვათ და დანიშნული წამალი არ მოგერგოთ, რადგან მას სულ სხვანაირი მიდგომა და განეიტრალება უნდა, ამიტომ თუ ორგანიზმი არ გაიწმინდა, თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება. უარყოფით ენერგეტიკას ნებისმიერი სირთულის დაავადების პროვოცირება შეუძლია. არასოდეს ხდება ისე, რომ ადამიანი უცბად გაგიჟდეს ან გულმა დაარტყას. ამ ყველაფრისთვის ენერგეტიკა ამზადებს ნიადაგს. მსგავსი მოვლენები ადამიანში ჯერ ფიზიკურ დონეზე აისახება და გამოვლინდება, შემდგომ სულიერში გადადის და ბოლოს თუ ვერ მიუხვდებით ან ყურადღებას არ მივაქცევთ, ადვილად შესაძლებელია ადამიანი დაიღუპოს, ამიტომ ხშირად პაციენტები არა მძიმე მდგომარეობაში მყოფნი, არამედ პროფილაქტიკისთვის მომმართავენ. მოდიან ასევე, ოპერაციის წინ, რომ შემდგომში არ გაურთულდეთ მდგომარეობა, ან ოპერაციის შემდეგ, ჭრილობების კარგად შესახორცებლად. 

-პროფილაქტიკის მიზნით ადამიანი თქვენს ორგანიზაციაში წელიწადში რამდენჯერ უნდა მოვიდეს? 

-ყველა დაქვემდებარებულ პაციენტებთან ხელშეკრულების გაფორმებისას, თუ ის ყველაფერს კარგად შეასრულებს, გარანტია ხუთ წელზეა გათვლილი. ანუ ამ ხნის განმავლობაში მას არ უწევს თავიდან მოსვალა და მისი ორგანიზმი არანაირ უარყოფით ენერგეტიკას არ მიიღებს. აგრეთვე პაციენტთან მუშაობის დროს გამორიცხულია რაიმე დისკომფორტი და უარყოფითი გვერდითი მოვლენები. მას არც ყოველდღე უწევს აქ სიარული, მხოლოდ თვენახევარში ერთხელ მოდის იმდენჯერ, რამდენი უარყოფითი ენერგეტიკა გამოუა დიაგნოზში გასაწმენდად და ამ ხნის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს ანთებს ჩემს მიერ დამუხტულ მისთვის გათვლილ სპეციალურ შედეგის სანთლებს. 

- ბატონო ირაკლი, რამდენადაც ვიცით, თქვენთან ხშირად მოდიან თანამდებობის პირები, საინტერესოა, რას ითხოვენ ისინი? 

- არ შეიძლება ერთმანეთისგან ვერ განვასხვავოთ მდიდარი და ღარიბი. უფლის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. პრობლემები უფრო ხშირად თანამდებობის პირებსაც აქვთ, თანაც გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ნაკლებად ცნობილ ადამიანებს. მაღალჩინოსნები თავიანთი საქმის, თანამდებობის, ბიზნესის შესანარჩუნებლად ზრუნავენ, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად იბრძვიან. საზღვარგარეთ ყველა პოლიტიკოსს და ბიზნესმენს ჰყავს საკუთარი სპეციალისტი, რომელიც მის კარიერასა და საქმიანობას მსგავსი ენერგეტიკული მეთოდებით იცავს. 

-თქვენი პაციენტები ბავშვები თუ არიან? 

- დიახ, მხოლოდ 7 წლიდან ზემოთ ვიღებ. 

- თქვენ მხოლოდ თბილისში მუშაობთ? 

- სათავო ოფისი აქ, თბილისში მაქვს. ვინაიდან პაციენტთა რიცხვი ძალიან გაიზარდა, შევიმუშავეთ პროექტი, რათა სექტემბრიდან ფილიალი გავხსნათ ბათუმში, მაგრამ თუ ჩემი დახმარება რაიონში მცხოვრებ ადამიანს დასჭირვებია, იქაც ჩავსულვარ. უცხოელ პაციენტებთან ძირითადად ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით მაქვს. ისინი აგზავნიან პაციენტის ფოტოებს, მე დიაგნოზს ვუკეთებ, მზა წამლებს და დამუხტულ სანთლებს კი ჩემი კურიერები უგზავნიან. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პირადად მიწვევს უცხოეთში პაციენტი და სურს, გარკვეული პერიოდი მხოლოდ მას ვუმკურნალო, შესაბამისად, საკადრისი ჰონორარის გადახდაც უწევს. ისე, ყოველთვის აუცილებელი არ არის პაციენტი პირადად ვნახო. 

- როგორც ვიცით, ამ ეტაპზე მიწვევებიც გაქვთ, ხომ არ აპირებთ გასვლას? 

--დიახ, მართალი ხართ. ამჯერად მაქვს სამი მიწვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ისე მოხდა, რომ რატომღაც სამივე ერთ პერიოდს დაემთხვა. ჯერ არცერთისთვის თანხმობა არ მიმიცია. ვნახოთ, ველოდები, რომელიც უფრო კარგ პირობებს შემომთავაზებს, ალბათ ცოტა ხნით წავალ, ვფიქრობ 60 დღით, სხვა შემთხვევაში, ქართველ პაციენტებს ვერ დავტოვებ.. გარდა ამისა, მე ხომ სხვა სამსახურითაც ვარ დაკავებული და ფიზიკურად ბევრი დრო არ მრჩება.. 

-სხვისი პრობლემები თქვენზე უარყოფითად არ მოქმედებს? 

-უცხოეთიდან ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი, ღამეები არ მეძინა. შემდეგ ეს პრობლემა ჩემს უცხოელ მასწავლებლებთან განვიხილე და მირჩიეს, რომ სხვისი ტკივილი ადეკვატურად აღმექვა და ზომაზე მეტად არ მიმეტანა გულთან, რადგან ასეთი ემოციურობით მხოლოდ საქმეს წავახდენდი. რჩევა რა თქმა უნდა, გავითვალისწინე. ახლა აღარ ვჩქარობ და ვცდილობ, ზომიერი ტემპით ვიმუშაო. 

-ცნობილია, რომ თქვენ აქტიურ საქვემლოქმედო საქმიანობასაც ეწევით. 

- დიახ, ასეა. შესაძლებლობის ფარგლებში მინდა დავეხმარო მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჩემი დახმარება. ძალიან ბევრი განცხადება შემოდის დახმარების მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას ვერ დავეხმარები, ვინაიდან მე არ ვარ მილიონერი, ამიტომ მინდა იმ ადამიანებს მოკრძალებული ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, მათი მონაცემები ჩვენთან ინახება, მოვა დრო და მათაც დავეხმარებით. 

-რა კრიტერიუმებით არჩევთ მათ, ვისაც ეხმარებით? 

-ამ თემაზე ასე საუბარი ალბათ გამიჭირდება. თუმცა, რა კრიტერიუმები სჭირდება მაგალითად ჩვილ ბავშვთა აღსაზრდელებს, ინვალიდებს, უზომოდ გაჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.. მათ ხომ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. 

პ.ს ,,ისევე, როგორც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, მეც მყავდა იდეალი, ადამიანი, ვისთვისაც მინდოდა მიმებაძა. მინდა, ჩემი საქმიანობა გავაღრმავო და დიდი სურვილი მაქვს, გავხდე აღიარებული, რასაც ღვთის შეწევნით, აუცილებლად მივაღწევ. მსურს, შევქმნა საქართველოში ევროპული სტანდარტების მსგავსი პარაფსიქოლოგიური კვლევითი ცენტრი, სადაც ადამიანებს გაუწევენ ყველანაირ უფასო დახმარებას"-. - თქვა საუბრის ბოლოს ბატონმა ირაკლი ლომაიამ. 

ყველას აქვს მიზანი, მთავარია, როგორ მიაღწევს მას. ყველას აქვს ასე ლაპარაკის უფლება, მაგრამ ძალიან ცოტანი ხდებიან მომავალში ისეთები, ვისაც შეიძლება სხვამ მიბაძოს. ირაკლი ლომაიას მთელი ცხოვრება წინ აქვს. ვუსმენდი მას და ერთი რუსი რეჟისორის ნათქვამი სიტყვები გამახსენდა, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ მსახიობზე თქვა.  ეს შეიძლება სწორედ ირაკლიზე ითქვას. ,,ის არასოდეს არ არის უბრალო-, მას ყველაფერი განსაკუთრებული მოსწონს და არ გამოვრიცხავ, რომ წლების მერე მართლაც ბევრისთვის გახდეს იდეალი". 

დაინტერესებულ პირებს მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს ,,მკურნალ, ექსტრასენს-პარაფსიქოლოგ- ირაკლი ლომაიას სათავო ოფისს. მიღება წინასწარი ჩაწერით, ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა 12:00-დან 18:00-საათამდე. 

ჟურნალი "ღია ბოქლომი # 7  

სექტემბერი-ოქტომბერი, 2007 წელი.